მურმან ლებანიძე
პოეზია

მარეკები შლიდნენ ბანაკს

მარეკები შლიდნენ ბანაკს, ქარი ჩამიჩუმით ქროდა, ვიწექ, რომელიღაც ბალახს უცბად - ქალის სუნი ჰქონდა. თითქოს ურო დამკრეს თავში, თითქოს პაპაჩემი ცხონდა - ათას სურნელოვან შვავში ბალახს - ქალის სუნი ჰქონდა. სუნი ჰქონდა არა დალის, ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, - სუნი - საზოგადოდ ქალის, სუნი - საზოგადოდ მდედრის… ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო, სანამ ვიცნო ეგ სურნელი, სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/874-murman-lebanidze--cico.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა