ირაკლი აბაშიძე
პოეზია

ახალგაზრდულად

არ დავბერდები, გულო, არასგზით, (სხვა გზა რომ მქონდეს, სხვა შესაფერი); ვიწამლებ ჩემი მტკვრით და ალაზნით, ჩემი ზეკარით, ჩემი ლატფარით. ვიწამლებ ჩემი მცხეთის ლამპრებით, კოლხურ აისის ოქროს კონებით; ჩემი გეგუთის თეთრი ზღაპრებით, ჩემი თბილისის შემოდგომებით. არ მოვხუცდები, გულო, არასგზით, ლტოლვის, სიცოცხლის, სუნთქვის დასტურად... კუბოს კარამდის, კუბოს კარამდის გულო, დაღლილო _ ახალგაზრდულად! ახალგაზრდულად კვლავ მზეს ვეფეროთ, წლებსაც, _ ჩვენზე რომ ლახვრად დაძრულა... ახალგაზრდულად, გულო, ბებერო, ცოტაც, სულ ცოტაც, ახალგაზრდულად!
წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94#%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ახალგაზრდულად | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში