იონა ვაკელი
პოეზია

მადლი

რა უებარი ძალაა იგი და რა უბრალო ნაბიჯით დადის ნუგეშს არიგებს აქეთ და იქეთ, და სითბო მისი ზეცამდე ადის. განწირულებსაც სიცოცხლით ავსებს, თუმცა არ სწყალობს გულქვა ძლიერებს, ის ღვთის ნიჭია, ჩვენს სულს რომ ასე ალამაზებს და ამშვენიერებს. შემოდის სახლში კრძალვით და რიდით, რომ ჭირნახულ კაცს მიესალამოს, ტკივილს უყუჩებს და მერე მიდის, და სხვაგან სხვა წყლულს ადებს მალამოს. რომ იქაც გულის გააქროს სევდა, დააშროს მდორე ცრემლების ღელე, ის რა მადლია, თუკი ვერ ხედავს - დახმარებისთვის გამოწვდილ ხელებს. და ასე მუდამ ის არის ფარი - ალალმართალი სიკეთით სავსე, ის ყველგან ცოცხლობს, ის ყველგან არის, ის ყველგან დადის ამ ქვეყანაზე!
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/7159-iona-vakeli--madli.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მადლი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში