ილია ჭავჭავაძე
პოეზია

ციური ხმები

ციურნი ხმები — ეგ საკვირვლები, როს მომესმიან, მსწრაფლ მომითხრობენ, საიდამ სრბიან და სად სცხოვრობენ, და ნელს სიხარულს მიგალობებენ. ციურნო ხმებო, ოჰ, საკვირვლებო! მეც ქვეყნის ხმითა, ხმით ცოდვილითა, მათ ვაძლევ ბანსა, — და მშვიდობასა, აღტაცებასა ჰგრძნობს ჩემი გული და შევჭვრეტ ცასა განცვიფრებული. ციურნო ხმებო, ოჰ, საკვირვლებო!
წყარო: https://poetry.ge/