ილია ჭავჭავაძე
პოეზია

რისთვის მიყვარხარ?

რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ ცრემლსა ჰბადავს ჩემს თვალში ეს სიყვარული; მისთვის, რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული. რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ შენს თვალს ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა; მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას და იმ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა.
წყარო: https://poetry.ge/
    რისთვის მიყვარხარ? | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში