პროზა
1887ოთარაანთ ქვრივი
ოთარაანთ ქვრივი
I
რას მიქვიან ტკბილი სიტყვა
იმ ვეებერთელა სოფელში, რომელსაც თუნდა "წაბლიანს" დავარქმევ, ყველამ
იცოდა, ვინ არის ოთარაანთ ქვრივი. სოფლის გზირისათვის რომ გეკითხათ,
ოთარაანთ ქვრივის კარ-მიდამოში მზისა და წვიმის მეტს არავის შეეძღო გავლა
ქვრივის უნებურად.
ნაცვალი თუ იასაული, რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, - ოთარაანთ ქვრივის
ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ, და თუ როგორმე გაჰბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს
ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა. ნამეტნავად გზირს კარგად ახსოვდა
ერთი ამბავი, და მერე ხომ მთელმა სოფელმაც შეიტყო. გზირს ერთხელ ერთი ქათამი
წაერთმია, - დიამბეგი მობრძანდა, სოფლად ქათმებს ვაგროვებთ, და ასეთი ვაივაგლახი დააწია, რომ, ამბობენ, გუბერნატორამდე თავის ფეხით იარაო და ერთი
ქათამი შვიდეულად დაუსვა მიურიდებელს გზირსაო. თუმცა თითონ ქვრივსაც ერთი
ათიოდ მანეთი შემთჰხარჯოდა მისვლა-მთსვლაში, მაგრამ ამას ამბობდა თურმე:
- ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია... ერთი თუმანი რა სათქმელია!. ჯავრი რომ არ
შევარჩინე, - ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?! დეე
ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიანო.
სწორედ იცოდნენ კიდეც. ჯგუფად რომ გლეხკაცობა სადმე მდგარიყო,
ნამეტნავად თუ შიგ ერია სოფლის მოხელე ვინმე, - ნაცვალი თუ მამასახლისი. - და,
ოთარაანთ ქვრივი მიმავალი დაენახათ, ისე გაიფანტებოდნენ აქეთ-იქით, თითქო
ალალმა დაჰქროლა წიწილებსაო.
კაცი ვერ იტყვის, სძულდათ, თუ უყვარდათ ოთარაანთ ქვრივი სოფელში. შიშით
კი ყველას ეშინოდა. ასე იფიქრეთ, ტირილით გაჭირვეულებულს და გაკაპასებულს
ბალღებსაც კი ოთარაანთ ქვრვის სახელით აშინებდნენ გულზედ მოსული დედები.
- დაჩუმდი, შე არ-გასაწყვეტთ, თორემ აგერ ოთარაანთ ქვრივი მოდისო.
ოთარაანთ ქვრივმა ეს კარგად იცოდა და ბევრს არას ჰნაღვლთბდა, რომ ასე
ეკრძალებიან, ერიდებიან და უფრთხიან ყველანი.
- ქალაჩუნები რომ არიან, იმიტომაო, - იტყოდა ხოლმე თავისთავად. - ჩემი რად
უნდა ეშინოდეთ? რა ბაყბაყ-დევი მე მნახესო მე მარტო ისა ვარ, რომ ჩემს ჯავრს
არავის შევარჩენ, ტყუილუბრალოდ არავის დავეჩაგვრინები. თუ გაჭირდა, რკინის
ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდინ ვივლიო.
სოფელმა კარგად იცოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს ტყუილ-უბრალოდ ბაქიობა და
მუქარა არ უყვარდა. იმისი თქმა და ქმნა ერთი იყო.
- მე და ჩემმა ღმერთმა, ბარაქალა დედაკაციაო, - იტყოდა ხოლმე დათია
ბადიაშვილი ოთარაანთ ქვრივზედ, - არც სხვისას შეირჩენს, არც თავისას შეარჩენს
სხვასა. ახლა შინა ნახე, - რა ამბავი აქვს: მთელი დღე ციბრუტივით ტრიალებს
ოჯახში. იმისი ხელი და ფეხი დილიდამ საღამომდე არ დადგებაო.
სოფლის დედაკაცობას ხომ უფრო ეშინოდა ოთარაანთ ქვრივისა. ვაი იმას, ვისაც
უსაქმოდ მოასწრობდა ხოლმე: ძირიანად ამოიღებდა, ძირიანად მოსთხრიდა.
- რაო, მუქთამჭამელოო? - ეტყოდა ხოლმე. - შენს ქმარს თავისთავის გამოკვება კი
ეადვილება, რომ შენც მუქთად გკვებოსო. რას დაგიკრებია გულზე ეგ დასამიწი
ხელები, - აი, მოგიკვდეს ეგ უგულო გული! მამა-შენსა აქვს ცხონება, შენც თუ ხელი
გასძარი, შენს ქმარს მეტი ლუკმა გულზე დაადგება, აი!. მეტი მოუვა განა!. აი
დამიწდი, დამიწდი, კარგი რამ შენა ხარ!.. .
ისე არავის გაუვლიდა გვერდით, რომ არ გაეკინწლა, თუ რამ თვალში არ
მოუვიდოდა. ძნელად იქნებოდა, რომ ტკბილი სიტყვა ეთქვა ვისთვისმე.
- ტკბილი სიტყვა რა არისო! - იტყოდა ხოლმე, - ამ გამწარებულს წუთისსოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა
თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს.
გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც
საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, - მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ
გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში
დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის
სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები
ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის:
ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი
მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა.
- ოთარაანთ ქვრივს გულის მაგიერ ქვა უდევსო, - ამბობდნენ სოფელში.
II
პიღპიღ-მოყრილი მადლი
მართლა ასე იყო თუ არა, - ეს უნდა ეკითხოს ერთს სხვა ქვრივს დედაკაცსა,
რომელიც სოფლის მეორე ნაპირას იდგა და მეტად წვრილ-შვილიანი იყო. ეს
დედაკაცი ცოტა უხეირო, უნდილი რამ იყო, გარჯა ეზარებოდა და წვრილ-შვილი
ნახევარზედ მშიერ მწყურვალი ჰყვანდა. ოთარაანთ ქვრივი ყოველ კვირა დღეს ერთ
1 / 27