ილია ჭავჭავაძე
პუბლიცისტიკა

ოსმალოს საქართველო

ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გავრტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთტან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, – მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვართ დღეს ჩვენა და ოსმალეთის საქართველო. ,,ივერიის” წარსულ ნომერში მოხსენიებულს ნაწილებს ოსმალოს საქართველოსას დიდი პატივისცემა და ხელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვით-არსებობისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია. ოდეს ბიზანტია, სპარსეთი და ოსმალო ამ ჩვენს მშვენიერს ქვეყანას ეტანებოდნენ და ურთიერთს ეცილებოდნენ, მაშინ ის საქართველოს ნაწილი, რომელიც დღეს ოსმალოს ხელშია, მედგრად იბრძოდა ჩვენის სარწმუნოების, განათლების, ერთ-მთავრობის დადგინებისთვის და მათდა და ჩვენთა სასახელოდ ძლევითაც მოსილ იქმნა. საკვირველს მედიდურს სანახაობას წარმოადგენს იოგი საქართველოს ოსტორიაში, როდესაც საქართველო დაყოფილ იყო წვრილ სამათვროებად და ერთი ნაწილი სპარსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მეორე ჯერ ბიზანტიისა და მერმე ოსმალოს ზემოქმედების ქვეშ, ზემო-ქართლი, რომელსაც ეხლა ოსმალოს საქართველოს ვუწოდებთ, ხან ერთს ნაწილს მიემხრობოდა ხან მეორეს, და თვისის მომხრეობით განაძლიერებდა ქართველებს თვით-არსებობის დასაცველად. მაშინ თითქმის მარტო მას ეჭირა თავისუფალი დროშა ქართველთა ერთობისა. პირველად ქრისტიანობამ იქ, სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი ანდრია მოციქულის მოძღვრებითა, მაშინ როდესაც ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ კერპმსახურება სუფევდა. ქრისტეს აქეთ პირველ საუკუნეში ადრეკი მეფეს (60 წ) უნდოდა კერპ-თავყვანების სარწმუნოება მოეფინა და ამისათვის საშინელი ბრძოლა აუტეხა სამცხე-კლარჯეთს, მაგრამ ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გავრტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთტან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, – მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვართ დღეს ჩვენა და ოსმალეთის საქართველო. ,,ივერიის” წარსულ ნომერში მოხსენიებულს ნაწილებს ოსმალოს საქართველოსას დიდი პატივისცემა და ხელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვით-არსებობისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია. ოდეს ბიზანტია, სპარსეთი და ოსმალო ამ ჩვენს მშვენიერს ქვეყანას ეტანებოდნენ და ურთიერთს ეცილებოდნენ, მაშინ ის საქართველოს ნაწილი, რომელიც დღეს ოსმალოს ხელშია, მედგრად იბრძოდა ჩვენის სარწმუნოების, განათლების, ერთ-მთავრობის დადგინებისთვის და მათდა და ჩვენთა სასახელოდ ძლევითაც მოსილ იქმნა. საკვირველს მედიდურს სანახაობას წარმოადგენს იოგი საქართველოს ოსტორიაში, როდესაც საქართველო დაყოფილ იყო წვრილ სამათვროებად და ერთი ნაწილი სპარსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მეორე ჯერ ბიზანტიისა და მერმე ოსმალოს ზემოქმედების ქვეშ, ზემო-ქართლი, რომელსაც ეხლა ოსმალოს საქართველოს ვუწოდებთ, ხან ერთს ნაწილს მიემხრობოდა ხან მეორეს, და თვისის მომხრეობით განაძლიერებდა ქართველებს თვით-არსებობის დასაცველად. მაშინ თითქმის მარტო მას ეჭირა თავისუფალი დროშა ქართველთა ერთობისა. პირველად ქრისტიანობამ იქ, სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი ანდრია მოციქულის მოძღვრებითა, მაშინ როდესაც ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ კერპმსახურება სუფევდა. ქრისტეს აქეთ პირველ საუკუნეში ადრეკი მეფეს (60 წ) უნდოდა კერპ-თავყვანების სარწმუნოება მოეფინა და ამისათვის საშინელი ბრძოლა აუტეხა სამცხე-კლარჯეთს, მაგრამ სამცხე-კლარჯეთში ქრისტიანობა არამც თუ მოისპო, პირიქით უფრო გავრცელდა და დამკვიდრდა ჯერ ისევ წმინდა ნინოს მოსვლამდე.
1 / 3
წყარო: https://burusi.wordpress.com/