ილია ჭავჭავაძე
პოეზია

მუხრან მაჭავარიანი – ილია

ილია როცა განგმირეს, ორგულთ ჩააბეს ფერხული, სიცოცხლე ეუხერხულა, ქართლის ვინც იყო ერთგული. ილია როცა განგმირეს, ციხის მოირღვა ქონგური, წინამურს მოკვდა ხელახლა უკლებლივ ყველა ლომგული, სადმე, ოდესმე ვინც იყო საქართველოსთვის მოკლული. ილიას როცა ესროლეს, ილიას მკვლელი მულიდი (ვინც არც იცოდა, ვის ჰკლავდა) ჩაფლავდა სწორედ ე, მაშინ! – გულგანგმირული ილია, – ეტლითურთ, წიწამურითურთ, – წიწამურიდან პირდაპირ შებრძანდა უკვდავებაში.
წყარო: https://poetry.ge/
    მუხრან მაჭავარიანი – ილია | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში