ილია ჭავჭავაძე
პოეზია

მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მერვე)

„ეხლა წადგა სპასალარი… — „მეფევ, რაც სთქვეს, მართალია. შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, — ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?! თუნდ რომ დავჩეთ, ვინ რას გვეტყვის, რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი? არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, — სახელიო, ან სიკვდილი. ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს, სირცხვილისგან დაგვიხსენი!.. მეფეს ვფიცავ, — მამ-პაპებრ დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი“. ბატონმა თავი ჩაჰკიდა გვირგინოსანი, ცხებული, დიდ ხანს იყო დაღონებით ეგრე თავჩაკიდებული…
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/poems/2c-mefe-dimitri-tavdadebuli-tavi-merve

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა