ილია ჭავჭავაძე
პოეზია

ალექსანდრე ჭავჭავაძე

Его стихов пленительная сладостъ Пройдет веков завистливую далъ. პუშკინი. მისი ლექსი შვებით, ლხენით ხან მეჯლისში მოჰფრინდება, გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს, გამღერებს და ამღერდება; ხან ღონდება ნაზ ქალსავით უიმედო სიყვარულით, ხან იფეთქებს ჭაბუკსავით და განდევნის სევდას გულით; ხან ბუჩქებში მიმალული ჰზის მარტო, ვით იადონი, შეჰყეფს სატრფოს გულსაკვდავად, ტრფობის ისრით განაწონი; ხან ჰრბის ველად, მარტო ჰგალობს უდაბნოში, ვითა მწირი, შეჰკვნესს შავ-ბედს ქვეყნისასა, ქვეყნისათვის ანატირი; ხან დაჰყურებს ნაღვლიანად, დაფიქრებით გოგჩის ტბასა და ემდურის მწვავის მოთქმით დაუდგრომელ დროთ ბრუნვასა...
წყარო: https://poetry.ge/
    ალექსანდრე ჭავჭავაძე | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში