გიორგი ქუჩიშვილი
პოეზია

კოხტა გოგო წყალზე მიდის

კოხტა გოგო წყალზე მიდის კოხტა თიხის სურითა; ბროწეული იშლება მისი სიმწითურითა. მკერდი ისე უღელავს წყვილი ბუდეშურითა, რომ ზღვაც, დამშვიდებული, ღელვას იწყებს შურითა. მიდის, ტყეს აშრიალებს კოხტა ტანის რხევითა; მზე დაება მთაზედა მისი ეშხის ფრქვევითა. მიდის და მის წინაშე ყვავილები ჩნდებიან; სილამაზის დედოფალს სილამაზით ხვდებიან.
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/3507-giorgi-quchishvili--koxta-gogo-tskalze-midis.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    კოხტა გოგო წყალზე მიდის | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში