ალექსანდრე აბაშელი
პოეზია

პირველი სხივი

მთა დილის შუქმა ვარდისფერი ფიფქით მოჰფინა. ჩვენ მთის მწვერვალზე მზის ამოსვლას ვეგებებოდით და წითლად ნაფერ ცის გალავანს ვაკვირდებოდით, უცებ გულისთქმამ თვალი შენსკენ ამაპყრობინა. და დავინახე შენს სახეზე სხივი პირველი. შენი თვალიდან ამოფრინდა ლურჯი ფრინველი და სიყვარულის დაბადება შემატყობინა.
წყარო: https://www.aura.ge/322-leqsebi-gazafxulze/6986-aleqsandre-abasheli--gazafxuli.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    პირველი სხივი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში