აკაკი წერეთელი
პოემა

ხალხური

პორტალის ლოგო დაამატე გვერდები ძიება User ☰ გვერდები ▸ აკაკი წერეთელი ▸ პოეზია ხალხური მინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბეში ჩავიდევი, დამამძიმა, დამძალა!.. ქალო, შენი სიყვარული გამწარდა, ვით სამსალა. ქვა ავიღე, გადავაგდე, მივუმატე ძველ ყორეს... ქალო, შენი სიყვარულიც გადვულოცე მეორეს! იმ ქვას წვიმა დაასველებს, - ცრემლები - შენს სიყვარულს... მაგრამ წვიმა ქვას ვერ ალბობს და ცრემლები კაცის გულს.
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/4552.khalkhuri-mindvrad-egdo-tetri-qva.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ხალხური | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში