აკაკი წერეთელი
პოემა

თხა

ერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ ბეკეკა, გაიჭრა ტყეში, გავარდა, ნეკერი ჩააკრახუნა, კუნტრუშით შეინავარდა. მაგრამ ჩამწარდა მოლხენა, დღე დაუბნელდა მას შავად: მგელს სუნი ეცა და თავზე წაადგა სულთამხუთავად. გაუმაძღარი თვალები ცეცხლივით დაუბრიალა, კბილი მოავლო, გაჰგუდა, აბღავლა, ააღრიალა. ცხლად გადასანსლა მსუნაგმა, შეკვრიხა, შეახრამუნა! მხოლოდ რქები და ჩლიქები ბებიას დაუნარჩუნა.
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/childish/o-txa

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    თხა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში