აკაკი წერეთელი
პოემა

თვალს მიხვევენ

თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში! მამა-პაპის სწორ გზაზედა სიარულსაც კი მიშლიან, მაგიერად მათ მრუდ გზაზედ ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან! ვერ დავაგდებ ძველსა გზასა, გინდა იყოს ეკლიანი: ვიცი, სხვებიც მომყვებიან ჩემებრ შავბედ-ეტლიანი! და თუ ვინმემ გადუხვია და გადასდგა მრუდედ ფეხი, გაუსკდეს მას დედამიწა და დაეცეს თავზედ მეხი!
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/4506.tvals-mikhveven.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    თვალს მიხვევენ | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში