განხილვა
საინტერესო შემთხვევა აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან
ქუთაისში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილენი მეორე თუ მესამე დღეს სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ. აკაკის ერთმა ახალგაზრდამ ჰკითხა: – რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?
– რა გითხრათ, – მიუგო აკაკიმ, – სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა: დიდი განათლებული კაციო ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. იგივე ითქმის ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე: შესაძლებელია ძალიან კარგილებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ: როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაგება-რა მათი.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა