აკაკი წერეთელი
ბიოგრაფია

საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან

ზო­გა­დად, ცნო­ბი­ლია რომ მწე­რა­ლი 1840 წელს და­ი­ბა­და, მაგ­რამ იმე­რე­თის სა­სი­ნო­დო კან­ტო­რის მეტ­რი­კუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ აკა­კი წე­რე­თე­ლი 1841 წლის 9 ივ­ნისს და­ბა­დე­ბუ­ლა. მწე­რა­ლი ბევ­რს უყ­ვარ­და, მაგ­რამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ უიღ­ბლო იყო. აკა­კის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ირ­გვლივ ბევ­რი ჭორი ტრი­ა­ლებ­და. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი თემა მისი და ნა­ტა­ლია ბა­ზი­ლევ­სკა­ი­ას ქორ­წი­ნე­ბა იყო. ნა­ტა­ლია ოქ­როს მად­ნე­ბის რუსი მაგ­ნა­ტის, პეტ­რე ბა­ზი­ლევ­სკის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ქო­ნე­ბა მის­მა ბი­ძამ და­ი­სა­კუთ­რა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნა­ტა­ლი­ას აკა­კი გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე შეჰ­ყვა­რე­ბია. თა­ვად პო­ე­ტი წერ­და: „უფ­როს ქალს შე­ვუყ­ვარ­დი. მა­შინ მე ქა­ლის სიყ­ვა­რულს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, სა­ზო­გა­დოდ, მაგ­რამ, რო­დე­საც დი­დად შე­წუ­ხე­ბულ­მა ქალ­მა შე­მომ­ჩივ­ლა თა­ვი­სი აღ­სა­რე­ბა, მა­შინ კი გული მეტ­კი­ნა, მეც ავ­დე­ქი და მე­ო­რე დღეს ის ქალი ვი­თხო­ვე“. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმა­საც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რომ აკა­კიმ ნა­ტა­ლია მა­მის ქო­ნე­ბის გამო შე­ირ­თოო, მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, მის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ეს ქორ­წი­ნე­ბა სა­სი­კე­თოდ არ ასა­ხუ­ლა. წე­რეთ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბამ უდი­დე­სი კვა­ლი და­ტო­ვა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში. მან შექ­მნა ახა­ლი ეტა­პი ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი სი­ტყვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რა­მაც მას კა­ნო­ნი­ე­რად და­უმ­კვიდ­რა ახა­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დებ­ლი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის რე­ფორ­მა­ტო­რის სა­ხე­ლი.
წყარო: https://www.ambebi.ge/article/279504-saintereso-da-naklebad-cnobili-paktebi-akaki-ceret/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში