აკაკი წერეთელი
პოემა

რუსთველის სურათზე

სულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შენ ნიშნად უკვდავებისა ერს მოვლენიხარ განგებით, ვით ცისარტყელა წარღვნისა - უცნაურისა ჰანგებით. სულმნათო! ჩვენცა გვასწავე ეს საიდუმლო ჟღერისა, რომ აგვისრულდეს წადილი, მგოსანი ვიქმნე ერისა; რომ ჩემის მღერით აგზნილი რაყიფი ტარიელობდეს: ქაჯთა ებრძოდეს ლომ-კაცი, ნესტანისათვის ხელობდეს!.. მაშინ, ვით ჩვენსა მნათობელს, სახელი აღგემატება, და შენი სახე ივერთა გულს ძეგლად დაეხატება!..
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/4527.rustvelis-suratze.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    რუსთველის სურათზე | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში