აკაკი წერეთელი
პოემა

პოეტი

პორტალის ლოგო დაამატე გვერდები ძიება User ☰ გვერდები ▸ აკაკი წერეთელი ▸ პოეზია პოეტი ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად, ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა; სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი ამ ჩემს გონება-გრძნობასა. ეს გული, სარკედ ქცეული, ბუნების ნათავხედია: მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ, რასაც შიგ ჩაუხედია. ენაც მას ამბობს, რაც სმენას სხვისაგან გაუგონია; ან თვალს უნახავს და ჭკუას გაუზომ-აუწონია! თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ, სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა! შუაკაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/476.poeti.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    პოეტი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში