აკაკი წერეთელი
პოემა

ნათლისღება

კურთხეული კიდით-კიდე მადლით ღელავს იორდანე, შიგ სდგას ერი და ნათელს-სცემს ერთად წმინდა იოანე. არემარეს, იქ მღელვარეს, მიმოავლო ლოცვით თვალი და იხილა შორით სერზე მგზავრი მშვიდად მომავალი. ერს შეჰყვირა: „აჰა, მოვალს! – და უჩვენა მგზავრი თითით, - მე ნათელს-ვსცემ მხოლოდ წყლითა, ის ნათელს-სცემს სული-წმიდით!“ მოახლოვდა მგზავრი, მდაბლად მოიკითხა იოანე... უთხრა: „მოველ ნათლის-ღებად, მეც განმწმინდა და განმბანე“. ჩადგა წყალში იოანე, ნათელს-სცემდა წმინდა წყლითა და იმავ დროს მტრედის სახედ გადმოვიდა სული-წმიდა.
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/zxozu-natlisgeba-kurtxeuli-kidit-kide

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ნათლისღება | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში