აკაკი წერეთელი
პოემა

იმერული სიმღერა

პატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენთვის ვლე კიდის-კიდე! პატარა საყვარელო, ცეცხლი რად მომიკიდე? გული შენ მოგიძღვენი, სულიც ხომ შემოგწირე! პატარა საყვარელო, შენ რაღად დამამცირე? რომ დამგმე უმიზეზოდ და გამცვალე სხვაშია; მიჯობს დამწვა ცეცხლითა, ან ჩამაგდო ზღვაშია! პატარა საყვარელო, ჩემო მკვლელო, უგულო, გალიაში გაზრდილო, გაზაფხულის ბულბულო!
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/4511.imeruli-simghera.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    იმერული სიმღერა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში