აკაკი წერეთელი
პოემა

გორი

(მესტვირული) გორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი დაგყურებს, მაღლით თვალი უფლისაო, ერთგულო და საიმედო წილხვედრის ღვთისმშობლისაო! ძველად მისთვის სისხლის მღვრელო. დღეს ცრემლის და ოფლისაო; ტყვის დამხსნელად მონამზადო, საიმედოვ ობლისაო! გამხნევდი, გაგვილომგულდი, მუხლი მოიბი მგლისაო, გაჰკაფე, გადაიარე გრძელი გზა მომავლისაო. დასთესე თესლი კეთილი, შესარგო მამულისაო, და ნახავ ნამგლის ტრიალსა “ჰოპუნით” მომკელისაო.
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/4499.gori.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა