აკაკი წერეთელი
პოემა

ღმერთო წვიმა მოიყვანე

ღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდში გვედგენ ნამგლითა და ცელითაო; ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრებდენ მადლიანის ხელითაო! შვილებიც თავს დაჰხაროდენ მობრუნებულს ალოსაო; “ოროველას” დასძახოდენ მამა-პაპურ კალოსაო! ღმერთო, წვიმა მოიყვანე, მიწის გამალბობელიო, რომ გასწყვიტოს ჭია-ჭუა, ქვეყნის დამამხობელიო!
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/4542.ghmerto-tsvima-moikvane.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ღმერთო წვიმა მოიყვანე | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში