აკაკი წერეთელი
პოემა

გაზაფხული

დღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: “გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა. მივდექ სარკმელს, გადვიხედე, არემარე მესხვაფერა! - სასოებამ ფრთა გაშალა, გულსა მკრა და ამიძგერა! სუნი მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგრძენ ძალი... ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ? ახლოს არის მომავალი! “მოვესწრები, რაც მინდოდა ზამთრისაგან დაჩაგრულსა: ვნახავ ქორწილს ბუნებისას, გავიგონებ მის მაყრულსა. “დავყნოს ვარდსა გადაშლილსა, ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას და ბულბულიც გამაგონებს მისებურად “ტია, ტიას!”
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/455.gazafkhuli.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    გაზაფხული | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში