აკაკი წერეთელი
პოემა

ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ

ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ, მომივლია კიდით-კიდე; მართლის თქმით და გულწრფელობით ჭირი ჭირზე გადვიკიდე! აქ მონება ჭკუა არის, ორპირობა - სიბრძნე დიდი, და მას რჩება მოედანი, ვინც კი არის მეტად ფლიდი! ცოტა მაღლა ასასვლელად ძმა ძმას იხდის კიბე ხიდად; მშობელს შვილი, შვილს მშობელი, ქმარს ცოლი ჰსურს გასაყიდად. აქ თვით სჯული ფარისევლებს ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად, ძლიერების საპირფეროდ, უძლურების მოსაწველად!
წყარო: https://www.facebook.com/share/p/1DsLTdJQ9m/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში