აკაკი წერეთელი
სიმღერა

ჩემი სიმღერა

ტიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევლი, სიცოცხლის წამსა ვაჩვენებ; მატყუარ სოფელს ვატყუებ: რასაც ვგრძნობ, მას არ ვაჩვენებ! ცრემლი რომ მაღრჩობს, ვიცინი... ჩემი პირბადე ის არი! სხვას ხელთ რად მივსცე ჯირითად მე ჩემი გულის ისარი?! ჩემი ეკალი სხვებისთვის იაა, ზამბახ-ვარდები. თავო, ნუ ეძებ თანამგრძნობს, - სისულელეში ვარდები! სჯობს, ისევ მწარე სოფელმა ნაღველი დამალევიოს; არც მომკლას, არც დამარჩინოს, არც სული დამალევიოს!
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/497.chemi-simghera.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა