
აკაკი ბაქრაძე
1928 – 1999
ბიოგრაფია
აკაკი ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა ოზურგეთის I საშუალო სკოლა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1955–1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964–1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად. 1973–1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968–1988), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988–1989), იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი (1989–1991). 1989–1991 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის მიერ შექმნილი „რუსთაველის საზოგადოების“ პრეზიდენტი. ის ამ თანამდებობაზე აირჩიეს პარტიის მორჩილი ირაკლი აბაშიძის ნაცვლად. ბაქრაძე ეროვნული მოძრაობის დროს ხალხს მოუწოდებდა დამოუკიდებლობისკენ, პლურალიზმისკენ, კერძო საკუთრების დამკვიდრებისა და პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებისკენ.[1]